ელისო ბოლქვაძე მუსიკალურ ფესტივალს ბათუმში მეოთხედ გამართავს

14 სექ 2016

17 სექტემბერს ხელოვნების ცენტრში ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნება. ხელოვნების  მოყვარულებს  იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე და საქველმოქმედო ფონდი “ ლირა” გიმზადებენ დღესასწაულს. საპატიო სტუმრებს შორის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ელჩები იქნებიან.