14 სექ 2016
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნული ელჩი ჰაიკე ფაიჩი აჭარას პირველად ესტუმრა. დიპლომატი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო. სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ელჩი ბათუმში რამდენიმე დღეს დარჩება.