სომხეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მოკლეს

17 იან 2020

დღეს სომხეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გეორგი კუტოიანი ერევანში, ბინაში მოკლული იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.

გამომძიებელთა ჯგუფი ადგილზეა იმყოფება, ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები არ არის ცნობილი.

კუტოიანი 2012-დან 2018 წლამდე სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 

ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.