16 იან 2020
პარლამენტში მსჯელობენ ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების და დე ფაქტო რეჟიმის ქმედებების შესახებ.
აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე დეპუტატებს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ მიაწოდა. შეხვედრას პროტესტის ნიშნად ოპოზიცია არ დაესწრო.