ამინდი, ბათუმი - დღეს საღამოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

15 იან 2020

დღეს, 15 იანვარს, ხანმოკლე პერიოდით საღამოს საათებში, შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შედეგად, აჭარის სანაპირო ზოლში იწვიმებს. მთაში კი მოთოვს. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა ბარში +8, +10 გრადუსი იქნება, მთიან ზონაში +3, +5 გრადუსი.

ხვალ, დღისით კვლავ მზიანი ამინდია მოსალოდნელი და ჰაერი +12, +14 გრადუსამდე გათბება.

 

ფოტო: Wild horn