ეროვნულ ლიგაში ბათუმის ,,დინამოს'' 5 ტურის კალენდარი ცნობილია

14 იან 2020

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის დაწყების თარიღი ცნობილია. ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველი ხუთი ტურის კალენდარი გამოქვეყნდა. ჩემპიონატი სტარტს 29 თებერვალს აიღებს. გახსნითი მატჩი თბილისში ,,დინამო არენაზე’’ 17:00 საათზე დაიწყება.  ეროვნული ლიგის გამარჯვებული თბილისის ,,დინამოს’’ ჩემპიონატის დებიუტანტს ,,თელავს’’ მიიღებს.

რაც შეეხება ბათუმის ,,დინამოს’’, ბათუმელები ჩემპიონატის პირველ ტურში, 29 თებერვალს, ასევე ჩემპიონატის დებიუტანტ თბილისის ,,მერანს’’ მიიღებენ.  მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. მეორე ტურში 7 მარტს კი თბილისის ,,დინამო’’ საკუთარ მოედანზე ბათუმის ,,დინამოს’’  შეხვდება.

შემდეგ მატჩებს ბათუმის ,,დინამო’’ შემდეგი განრიგით ითამაშებს: 11 მარტი ბათუმი ,,დინამო’’ - ,,თელავი’’

15 მარტი ,,ბათუმის ,,დინამო’’ -,,საბურთალო’’

22 მარტი ,,ლოკომოტივი’’ - ბათუმის ,,დინამო’’