ბათუმის საზღვაო აკადემიაში სახელმწიფო დროშის საზეიმო აღმართვის ცერემონია გაიმართა

14 იან 2020

სახელმწიფო დროშის საზეიმო აღმართვის ცერემონია გაიმართა ბათუმის  საზღვაო აკადემიაში.  დროშა აკადემიის ეზოში სტუდენტებმა აღმართეს. შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

ღონისძიებაში მონაწილეობას აჭარის განათლების მინისტრი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებიც იღებდნენ.