უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარის მაღალმთიანეთში

13 იან 2020

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარის მაღალმთიანეთში. მაღალი ზონის დასახლებებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია.  მაღალმთიანეთში ახლა ისევ თოვს. შეზღუდვა იყო გზებზე, ვერ გადაადგილდებოდნენ ავტომობილები, პრობლემები შეექმნათ კურორტ გოდერძის მიმართულებით მიმავალ უცხოელ ტურისტთა ჯგუფსაც. თოვლმა პრობლემები შექმნა ელექტრომომარაგების კუთხითაც. უხვმა ნალექმა გააქტიურა მეწყრული პროცესებიც.