ფოთში მამაკაცმა ცოლი დაჭრა 

13 იან 2020

ფოთში მამაკაცმა ცოლი დაჭრა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ახალგაზრდა ქალის მეუღლე დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებითა და ნაკვეთი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.