მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრს აღწევს

13 იან 2020

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარის მაღალმთიანეთში. გზებზე გადაადგილების პრობლემის გარდა შეფერხებაა ენერგო მომარაგებაში. ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით კი აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია მიეწოდება სტაბილურად და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის მცირე ნაწილშია შეზღუდვები. კომპანიის ცნობით, ტექნიკური ბრიგადები ინტენსიურად მუშაობენ.