24 საათში გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსით  ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს 70 პაციენტმა მიმართა

12 იან 2020

რამდენიმე კვირაში, გრიპის ვირუსის მორიგ აფეთქებას  ისევ ელოდებიან. ბოლო 24 საათში, გრიპისა და გრიპის მაგვარი ვირუსით  ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს 70 პაციენტმა მიმართა, რომელთაგან 64 ბინაზე გაეწერა,  6 კი კლინიკაში მკურნალობას გადის. ჯამში სტაციონარში 21 პაციენტი რჩება.აჭარაში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრები შაბათ-კვირასაც გაზრდილი გრაფიკით მუშაობენ.

ვირუსის განმეორების რისკის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ინფიცირებულთა სრული მონაცემების გაცნობის შემდეგ გამოაქვეყნებს. საქართველოში 8 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია A და B ტიპია.