კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

12 იან 2020

თბილისში, კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავა.  ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი , 6 დანა და 23 საბრძოლო ვაზნა.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გვიან ღამით, კლუბ „ბასიანთან“სროლა იყო, დაიჭრა სამი ადამიანი. ერთ-ერთი ვერსიით, უცნობმა კაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს. მომხდარის შემდეგ, კლუბის სტუმრებს საპატრულო პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა.