თურქეთში 4,8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

11 იან 2020

თურქეთში, ქალაქ სტამბულში მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.8 ბალი შეადგინა.

მიწისძვრამ ქალაქში პანიკა გამოიწვია. ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო. არსებული ინფორმაციით მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა.