რეგიონული განვითარების სამინისტრო - „ანაკლიის კონსორციუმმა 115 ათას აშშ დოლარამდე პირგასამტეხლო უნდა გადაიხადოს

10 იან 2020

პირგასამტეხლოს მოცულობა, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" უნდა გადაიხადოს, 115 ათას  დოლარამდეა -აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.  

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა  ახალი ინვესტორის მოძიებისა და ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარების მიზნით, პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს იწყებს.

კონსორციუმი" კი  საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს. აქ ღიად ადანაშაულებს პროექტის ჩაშლაში ხელისუფლების წარმომადგენლებს და ბიძინა ივანიშვილს.