გაზის ქსელზე ახალი აბონენტის დაერთების საფასური გაორმაგდა

09 იან 2020

დღეს გახდა ცნობილი, რომ მიმდინარე თვიდან   ხუთ ქალაქში გაზის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების საფასური გაორმაგდა და 800 ლარი გახდა. თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმსა და რუსთავში მოქალაქეები გაზის ერთ წერტილში 400 ლარის ნაცვლად 800 ლარს გადაიხდიან.