მომდევნო დღეებში მთაში თოვლი, სანაპირო ზოლში კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი 

09 იან 2020

ხვალ, 10 იანვარს აჭარის სანაპირო კურორტებზე იწვიმებს მთაში კი მოსალოდნელია თოვლი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს.

ზოგან შესაძლებელია იყოს ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.