ახალი საბავშვო ბაღი

14 სექ 2016

დღეს სკოლებთან ერთად  სააღმზრდელო პროცესი დაიწყო საბავშვო ბაღებშიც. ბათუმში არსებულ სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულებს ერთი შეემატა. მე-5 საბავშვო ბაღი გენერალ მაზნიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა, ის  105 აღსაზრდელზეა გათვლილი.  ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 296 ათასი ლარი დაიხარჯა.