ბათუმის ბულვარში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

05 იან 2020

ბათუმის ბულვარში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ამ წუთებში, სტუდია „ლალეს“ მონაწილეობით, საბავშო კონცერტი მიმდინარეობს. 20:00 საათზე, სცენას ჯგუფი „SeaSide“ დაიკავებს, რომელსაც დიჯეი „Yakudza“ შეცვლის.

7 იანვრამდე, ყოველ საღამოს, მაყურებლის განწყობაზე საზაფხულო თეატრის წინ განთავსებული სცენიდან, ადგილობრივი ბენდები ზრუნავენ,  გვიან ღამით კი მათ ღია ცის ქვეშ დიჯეი ანაცვლებს.