გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსით გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში

04 იან 2020

გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსით გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში, თუმცა მედიკოსები ფაქტს საგანგაშოს არ უწოდებენ და ამბობენ, რომ მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და გართულებები არ ფიქსირდება.

ბოლო რამდენიმე დღეა, გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე, პაციენტებს პროცედურებს დერეფნებში უტარებდნენ. ვირუსის გამო, პირველადი ჯანდაცვის ცენტრები გაზრდილი გრაფიკით მუშაობენ.