ვეძინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

04 იან 2020

თბილისში, ვეძინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის  ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის სასხვენო გადახურვაზე.

ადგილზე  9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.