ახალი წლის დღეებში, ინტოქსიკაციის გამო, საქართველოს მასშტაბით 1254 გამოძახება დაფიქსირდა

03 იან 2020

31 დეკემბრიდან დღემდე, ინტოქსიკაციის მოტივით, საქართველოს მასშტაბით სულ 1254 გამოძახება დაფიქსირდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათგან 387 შემთხვევა კვებითი ინტოქსიკაცია იყო, 844 კი – ალკოჰოლური.

ამასთან, 23 შემთხვევაში, კვებითი და ალკოჰოლურ ინტოქსიკაციის შემთხვევა ერთად დაფიქსირდა.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს