ამინდი, ბათუმი - მომდევნო ორი დღე მზიანი იქნება

03 იან 2020

მომდევნო ორი დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

სინოპტიკოსები 5-7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონში ასევე უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოტო:ნიკა ცეცხლაძე