ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა

03 იან 2020

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან..პერევი-ქარძმანის ე.წ. გამშვები პუნქტი დღეს გაიხსნა.  

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საახალწლო დღეებში, ღიად დარჩენილი ერთადერთი გადასასვლელი 30 დეკემბერს ჩაკეტეს. მათ ამის მიზეზად უსაფრთხოების გაძლიერება დაასახელეს.