ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 10 წლის მოზარდი დაიღუპა

02 იან 2020

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში - ავტომობილი 10 წლია ბავშვს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არასრულწლოვანი სოფელ ცხემნაში ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, როცა მას ავტომობილი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.