„ჯადოსნური ხომალდი“ -წინასაახალწლო პრემიერა

29 დეკ 2019

,,ჯადოსნური ხომალდი’’ - მიუზიკლის პრემიერა პატარებისთვის,  ბათუმის მუსიკალურ ცენტრში შედგა. პიესის მიხედვით, კაპიტანი  რიჩი, თავის ეკიპაჟთან, მეკობრეებთან ერთად სხვადასხვა კუნძულზე მოგზაურობს.

ბოლოს კი ლაპლანდიაში შეჩერდება , იქ სადაც პატარების საყვარელი სანტა კლაუსი ხვდება. მეკობრეების მთავარი სურვილი განძის პოვნა იყო, სკივრში კი  მათ წიგნი ხვედათ. მუსიკალური სპექტაკლი ,, ჯადოსნური ხომალდი’’ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით  ჩატარდა.