აქვაკულტურის ლაბორატორია ბსუ-ში

28 დეკ 2019

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  აქვაკულტურის ლაბორატორია გაიხსნა.  სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად , პრაქტიკულ გამოცდილებას ლაბორატორიაში  მიიღებენ. გაეცნობიან,  ზღვის ობიექტების კულტივირების ხელოვნური მოშენების ტექნოლოგიას.

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,  აჭარის სოფლის მეურნეობის, ,,მწვანე სექტორთან’’, რაც მარიკულტურის სპეციალიზაციის განვითარებასა და საზღვაო ფერმერთა კვალიფიციური კადრების მომზადებას ითვალისწინებს.