ცხინვალი 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს - სააგენტო "რესი"

28 დეკ 2019

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საახალწლო დღეებში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტი დაიკეტება.  სააგენტო „რესის“ ინფორმაციით,  „30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, - აღნიშნულია დეფაქტო უწყების ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობითვე, „საზღვრის“ ორი გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა ე.წ. საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო.