ყაზახეთში ავიაკატასტროფა მოხდა - დაღუპულია 15 ადამიანი 

27 დეკ 2019

ყაზახეთში ავიაკატასტროფა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით თვითმფრინავი, რომელიც რეისს ალმანათიდან  ასრულდებდა, აეროპორტიდან აფრენის დროს სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა. 

არსებული ინფორმაციით, ბორტზე 100 ადამიანი იმყოფებოდა, დაღუპულია - 15, 22 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ავიაკატასტროფის მიზეზებს სპეციალური კომისია გამოიძიებს.