კინტრიშის ეროვნულ პარკში ფოტო-ხაფანგმა ტურა დააფიქსირა
27 დეკ 2019
ტურა მტაცებელი ძუძუმწოვარია ძაღლისებრთა ოჯახიდან. იგი ძირითადად ღამის საათებშია აქტიური და საკვებსაც ამ პერიოდში მოიპოვებს. მის რაციონში შედის როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული საკვები: მღრღნელები, ფრინველები, მწერები, თევზები და სხვა.