ხანძარი ქობულეთის ორ სოფელში - თიკერსა და ჭახათში 

25 დეკ 2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში - თიკერსა და ჭახათში, ამდროისთვის ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.  ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. ქობულეთის საგანგებო სიტუაციების სახანძრო სამაშველო სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილზე სამი ბრიგადა მუშაობს.

ცუდი ხილვადობის გამო გაძნელებულია ხანძრის ლოკალიზება. მიმდინარეობს, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაც. ხანძრის გავრცელების ზუსტი მასშტაბები უცნობია.