გონიოში მოსახლეობა მაღლივი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს

25 დეკ 2019

გონიოში მოსახლეობა 6 სართულიანი სასტუმროს და სანაპირო ზოლში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს. დღეს მთავართან იმ სასტუმროს მშენებლობაზე ისაუბრეს, რომელიც მათი თქმით,  საცხოვრებლებლებთან მომიჯნავედ, საზღვრების დაცვის გარეშე შენდება. მერიაში საპასუხოდ განგვიმარტეს, რომ სამშენებლო ნებართვა ობიექტზე 2018 წელს იმ დროს მოქმედი კანონის შესაბამისად გაიცა.