კულტურის სფეროს მოღვაწეებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ

25 დეკ 2019

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კულტურის სფეროს მოღვაწეები დააჯილდოვეს.  ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო   62  ღვაწლმოსილ პირს  გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალს, აჭარაში მოღვაწე ხელოვანები და   მთავრობის წევრები დაესწრნენ.