ატენის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი და სამხედრო ტექნიკა ჩაერთვება

25 დეკ 2019

შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი და სამხედრო ტექნიკა ჩაერთვება.  საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

ადგილზე დრონის საშუალებით ხდება ცეცხლის გავრცელების არეალის მონიტორინგი.

უწყების თქმით, ცოცხალი ძალის რაოდენობა 200 მეხანძრე-მაშველამდე გაიზარდება.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.