გიორგი კოხრეიძე დებულების შეცვლას ითხოვს - იწყება თუ არა სტრუქტურული რეორგანიზაცია?

24 დეკ 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, საკუთარი გადაწყვეტილებით და მეორე მხარის თანხმობის გარეშე, მოადგილის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემდეგ ახლა დებულებაში ითხოვს ცვლილების შეტანას.

ცვლილების პროექტით მან უკვე მიმართა მრჩეველთა საბჭოს, რომელმაც 26 დეკემბრისთვის რიგგარეშე სხდომა ჩანიშნა. რის შეცვლას ითხოვს კოხრეიძე დებულებაში და არის თუ ეს სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწყება?