სამეგრელოში, ბალდის ტყეში მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

24 დეკ 2019

მარტვილში, სოფელ ბალდის ტყეში მეხანძრეები  ხანძრის ლიკვიდაციას დილიდან ცდილობენ.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მათი განმარტებით, ხანძრის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საშიშროება არ არის.

ხანძარი მარტვილში, სოფელ ბალდის ტყეში გუშინ გვიან საღამოს გაჩნდა. ცეცხლი სოფელ სალხინოს ზედა მხარეს, ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.