300 ათას ლარზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ხულოში

22 დეკ 2019

2019 წელს დაგეგმილი  ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, თითქმის დასრულდა ხულოში.  თვითმმართველობის ბიუჯეტიდან  სამუშაოებისთვის სამასი ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. თანხა ძირითადად  ფერდსამაგრ  ღონისძიებებსა და გზის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. 

მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში თვითმმართველობა ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის   თანხის გაზრდას გეგმავს.