უიმედობამ არ შეიძლება თავისი კვალი არ დატოვოს - პრეზიდენტი

21 დეკ 2019

15 წლის ლუკა სირაძე, დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი, დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა, სადაც მოზარდს წესი აუგეს.

დაღუპულის ოჯახს სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოუცხადა, პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები. 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.