დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

21 დეკ 2019

დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. დაშავებული  რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში  დღეს  უნდა გადაიყვანონ. რესპუბლიკური საავადმყოფოს  დირექტორის ინფორმაციით, პოლიციელს პოსტოპერაციული მკურნალობა უტარდება და მისი  მდგომარეობა  სტაბილურია. პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან გუშინ მოხსნეს. ის  კისრის არეში,  ცივი იარაღით 18 დეკემბერს დაჭრეს .