ლიბიაში 2 წლის წინ დაკავებული მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ

19 დეკ 2019

ლიბიიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები საქართველოში დაბრუნდნენ. მათ სტამბოლში საქართველოს ვიცე-კონსული დახვდა. ორი წლის წინ  ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის ორი ქართველი მეზღვაური, კაპიტანი - გენადი კომახიძე და მეორე თანაშემწე - რომან კაკალაძე, პატიმრობიდან  ორი დღის წინ გათავისუფლდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს იფნროამციით, „მეზღვაურის გათავისუფლების საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულები,  თანამშრომობდნენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოები, უკრაინაში და  ნიუ-იორკში კი საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.