წინასაახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყება

17 დეკ 2019

ქალაქის მთავარმა ნაძვის ხემ წლების შემდეგ ევროპის მოედნიდან ბულვარში გადაინაცვლა, რომელიც საზეიმოდ 25 დეკემბერს აინთება. საკონცერტო სცენაც ბულვარში დამონტაჟდება, შესაბამისად, მთავარი საახალწლო ღონისძიებებიც ადგილს იცვლის. ზუსტად 1 კვირაში დაიწყება ღონისძიებები, 31-ში კი, ახალი წლის ღამეს ნიკოლოზ რაჭველი და სიმფონიური ორკესტრი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე და სხვა მომღერლები მიიღებენ მთავარ კონცერტში მონაწილეობას.