17 დეკ 2019
აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულება დამტკიცდა.
კომისიის თავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ რეგიონული კოორდინატორი თამარ მამეიშვილია. გასაუბრება კანდიდატებთან სავარაუდოდ მომავალ კვირას დაიწყება, მრჩეველთა საბჭოში მე- 5 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 9 კანდიდატი იბრძვის.