რა თქმა უნდა გამოვიყენებთ ძალას - უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

17 დეკ 2019

თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნიკოლოზ ჭონქაძის განცხადებით, საკრებულოს შენობა აქტივისტებს შესაძლოა, ძალის გამოყენებით დაატოვებინონ. მისივე თქმით, კაბინეტში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა.

„მოთხოვნაა დატოვონ კაბინეტი. არ აქვთ ლეგიტიმაცია აქ ყოფნის. აქ შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ძალას. აქ ჩატარდება დათვალიერება და იქნება რეაგირება“, - განაცხადა ნიკოლოზ ჭონქაძემ.