ბათუმელი სპორტული აკრობატების წარმატება ღია პირველობაზე

17 დეკ 2019

თერჯოლაში გამართულ ღია პირველობაზე ბათუმელმა სპორტულმა  აკრობატებმა წარმატებით იასპარეზეს.  მოზარდთა თანრიგში ქალთა წყვილში დებმა  ბარბარე და ნუკი  ხეცაძეებმა  ოქროს მედლები მოიპოვეს,ასევე მოზარდთა თანრიგში ქალთა სამეულში ოქროს მედლებს დაეუფლნენ ნინო ბედინაძე,  დიანა ბასილაძე და დეა მჟავანაძე. 

ბათუმიდან ამ სპორტსმენების გარდა კიდევ ქალთა 2 ორეული მონაწილეობდა რომლებიც მეოთხე ადგილზე გავიდნენ . შეჯიბრებაში  5 გუნდი და 35 სპორტსმენი ასპარეზობდა