ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

16 დეკ 2019

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და საპატრულო პოლიციის დახმარებით, ცეცხლის ჩაქრობას თავად შეეცადა. 

შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ბრიგადაც მივიდა. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. 

შემთხვევის გამო, ჭავაჭავაძის ქუჩაზე წრიულთან, მოძრაობა შეფერხებულია.