აკაკი ზოიძე დეპუტატი აღარ არის

12 დეკ 2019

''ქართული ოცნების'' წევრს,  აკაკი ზოიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. ამის შესახებ მან პარლამენტს რამდენიმე დღის წინ მიმართა. 

რეგისტრაცია 90 დეპუტატმა გაიარა. მათგან გადაწყვეტილებას მხარი 85-მა დაუჭირა. პარლამენტის თავმჯდომარემ მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.