ვიზალიბერალიზაცია

11 სექ 2016

ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე, სავარაუდოდ, 13-14 ოქტომბერს იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ევროპულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ლუქსემბურგში დაგეგმილია  ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც ასევე განიხილავენ უკრაინის, კოსოვოსა და თურქეთის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხს.