ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრი ცენტრალიზებული გახდა

11 დეკ 2019

საკრებულომ მხარი დაუჭირა  ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ლიკვიდაციას. გამონაკლისი იყო დეპუტატი რაულ თავართქილძე. პირველი იანვრიდან სამსახური დაექვემდებარება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.

შპს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თანამშრომელთა გათავისუფლება არ იგეგმება. შტატების ნაწილის კი შესაძლოა ფუნქციები შეეცვალოს.