ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე კლდე ჩამოიშალა

08 დეკ 2019

ბათუმი - სარფის ავტომაგისტრალზე კლდე ჩამოიშალა . აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, შედეგად არავინ დაშავებულა, სატრანსპორტო მოძრაობა კი რამდენიმე წუთით იყო შეფერხებული.

ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა, ამ დროისთვის ტრანსპორტი აღნიშნულ მონაკვეთზე შეუფერხებლად გადაადგილდება.