''კომპრომისი“ - რა კონტექსტში ახსენა ბათუმში მყოფმა მამუკა ხაზარაძემ და რა გეგმები აქვს ლელოს" აჭარაში?

08 დეკ 2019

მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება“ საარჩევნო მოდელზე პოზიციას არ თმობს, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის.

მოძრაობა „ლელოს“ ხელმძღვანელი აცხადებს,რომ აუცილებელია, მხარეებს შორის მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდეს. დღეს, მამუკა ხაზარაძე აჭარას სტუმრობს, ის თანამოაზრეებსა და მომავალ თანაგუნდელებს შეხვდა.