რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

07 დეკ 2019

ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო. 

ინფორმაცია imedinews-მა გაავრცელა, რეჟისორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

შსს რეჟისორის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.